ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრები - ოთხი დებიუტანტით

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 20 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა შორის ოთხი ახალბედაა – მეკარე იან ლაშტუვკა, მცველი მარეკ სუხი, ნახევარმცველი მილან პეტრჟელა და ფორვარდი ვაცლავ კადლეცი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ 18 წლისაა.

8 ოქტომბერს პრაღაში ჩეხთა ეროვნული გუნდი შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში ლიხტენშტაინს ესტუმრება.

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: პეტრ ჩეხი ("ჩელსი", ინგლისი), იან ლაშტუვკა ("დნიპრო", უკრაინა), ტომაშ გრიგარი ("ტეპლიცე");

მცველები: რომან ჰუბნიკი ("ჰერტა", გერმანია), მიხალ კადლეცი ("ლევერკუზენი", გერმანია), ზდენეკ პოსპეხი ("კოპენჰაგენი", დანია),
დანიელ პუდილი ("გენკი", ბელგია), მარეკ სუხი ("სპარტაკი, მოსკოვი), იან რაინოხი ("ანკარაგიუჯუ", თურქეთი);

ნახევარმცველები: ტომაშ ჰიუბშმანი (შახტარი", უკრაინა), იაროსლავ პლაშილი ("ბორდო", საფრანგეთი), ტომაშ როსიცკი ("არსენალი", ინგლისი), მარიო ჰოლეკი ("დნიპრო", უკრაინა), იან პოლაკი ("ანდერლეხტი", ბელგია), ირჟი შტაინერი ("ლიბერეცი"), მილან პეტრჟელა ("პლზენი", ჩეხეთი);

თავდამსხმელები: ლუკაშ მაგერა ("ტიმიშოარა", რუმინეთი), ტომაშ ნეციდი (ცსკა, რუსეთი), რომან ბედნარი ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), ვაცლავ კადლეცი ("სპარტა").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული