ბლანმა ტულალანი კვლავ ნაკრებს მიღმა დატოვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლების რუმინეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩებისთვის მოემზადებიან.

წინა მატჩებთან შედარებით შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. კერძოდ, გუნდს ტრავმამოშუშებულები დაუბრუნდნენ – სამირ ნასრი და იოან გურკუფი. "სამფეროვან" გუნდში პირველ გამოძახებას დიმიტრი პაიე ეღირსა, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის შვიდ სასტარტო ტურში შვიდი გოლის გატანა მოასწრო. აი, ჟერემი ტულალანი კი ბლანმა ისევ ნაკრებს მიღმა დატოვა, არადა სამხრეთაფრიკული სკანდალის მერე დაკისრებული დისკვალიფიკაცია ამ საყრდენმა ნახევარმცველმა უკვე მოიხადა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: იუგო ლიორისი ("ლიონი"), სტივ
მანდანდა ("მარსელი"), სედრიკ კარასო ("ბორდო");

მცველები: ბაკარი სანია, გაელ კლიში (ორივე - "არსენალი", ინგლისი), ადილ რამი ("ლილი"), ფილიპ მექსესი ("რომა", იტალია), მამადუ საქო ("პარი სენ-ჟერმენი"), ბენუა ტრემულენა ("ბორდო");

ნახევარმცველები: აბუ დიაბი, სამირ ნასრი (ორივე - "არსენალი", ინგლისი), ალუ დიარა ("ბორდო"), ლასანა დიარა ("რეალი", ესპანეთი), იან მვილა ("რენი"), ფლორან მალუდა ("ჩელსი", ინგლისი), იოან გურკუფი ("ლიონი"), მატიე ვალბუენა ("მარსელი"), ბლეზ მატუიდი ("სენტ-ეტიენი");

თავდამსხმელები: კევინ გამეირო ("ლორიანი"), გიიომ ოარო ("პარი სენ-ჟერმენი"), კარიმ ბენზემა ("რეალი", ესპანეთი), ლოიკ რემი ("მარსელი"), დიმიტრი პაიე ("სენტ-ეტიენი").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული