დე იონგი ნაკრებიდან გარიცხეს

AutoSharing Option
ვიდრე საბრალო ბენ არფას ოპერაციას გაუკეთებდნენ, საინფორმაციო საშუალებებმა მის ჰოლანდიელ ჯალათთან დაკავშირებით ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს: "ნარინჯისფერთა" დამრიგებელ ბერტ ვან მარვეიკს კი უთქვამს, ნაიჯელს სერიოზულად დაველაპარაკებიო, მაგრამ შეგირდთან შეხვედრას არც დალოდებია და ნაკრებიდან მოკვეთა. მოგეხსენებათ, 8 და 12 ოქტომბერს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩებში შესაბამისად მოლდოველებსა და შვედებს შეხვდებიან და ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებლის გადაწყვეტილებით, დე იონგი ამ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს. ვან მარვეიკის ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული