ბლანის მემკვიდრეობის პრობლემები

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაიმონ დომენეკის მემკვიდრე ლორან ბლანს იგივე პრობლემებთან ბრძოლა უწევს. შესარჩევი მატჩებისწინა შეკრება იმით დაიწყო, რომ ნაკრების ბანაკში რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის თავდამსხმელი კარიმ ბენზემაც, დაგვიანებით გამოცხადდა.

"ბენზემას კვირას "რეალის" შემადგენლობაში არ უთამაშია და, შესაბამისად, დროულად ჩამოსვლაც უპრობლემოდ შეეძლო. შეკრების დაწყების დრო რამდენჯერმე გადავწიეთ, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელმა მაინც დააგვიანა. თუმცა, მათ დასჯას არ ვაპირებთ და ნაკრებიდან მოკვეთაზე ხომ საუბარიც არაა. მსგავსი ზომები გამოგვიყენებია და აღარ ვაპირებთ იმ ტოტის მოჭრას, რომელზედაც ვსხედვართ", - თქვა ბლანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული