ყაზახთა გერმანელი დამრიგებლის ულტიმატუმი

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შტორკმა საკუთარ თავს ულტიმატუმი წაუყენა: ბელგიასა და გერმანიასთან ევროშესარჩევ მატჩებში სამ ქულას თუ ვერ დავაგროვებთ, თანამდებობას დავტოვებო.

"შესაძლოა წავიდე კიდეც. მაგრამ საუბარი ჩემს პერსონაზე ხომ არ არის?! მთავარი ამოცანა ევრო-2016-ზე მოხვედრაა და ყველაფერი იქითკენ უნდა იყოს მიმართული. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც გარკვეული გამოცდილებაც დაუგროვდათ. დღეს მომავლის გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ეს ნაკრები მომდევნო 3-4 წელიწადში იტყვის თავის სათქმელს. ფანებისადმი ჩემი თხოვნა იქნება – ადროვეთ ამ გუნდს, აცალეთ დაღვინება. ბელგიამ და ავსტრიამ თავიანთი დღევანდელი ნაკრებების შენება რამდენიმე წლის
წინათ დაიწყეს და რატომ არ შეიძლება, იგივე გზა ყაზახეთის ეროვნულმა გუნდმაც გაიაროს?" – თქვა ყაზახთა გერმანელმა დამრიგებელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული