მაკედონია პანდევის გარეშე

AutoSharing Option
მაკედონიის ნაკრებს ფეხბურთელები ერთი მეორის მიყოლებით აკლდებიან. ჯერ იყო და, ტრავმების გამო ანდორისა და რუსეთის ნაკრებებთან შესარჩევ მატჩებში კიევის "დინამოს" მცველის გორან პოპოვისა და, რაც მთავარია, "ინტერის" ფორვარდის" გორან პანდევის თამაში გამოირიცხა, ახლა კი მათ კიდევ ერთი დაშავებული მაკედონიელი შეუერთდა – "კოშიცეს" მეკარე დარკო ტოფილოსკი.

ასეა თუ ისე, მაკედონიელთა დამრიგებელი მირსად იონუზის განკარგულებაში 20 ფეხბურთელიღა დარჩა და მწვრთნელი დამატებით არავის იძახებს. სულ კი მაკედონიელთა გადართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ედინ ნურედინოსკი ("ეთნიკოსი", კვიპროსი), მარტინ ბოგატინოვი ("რაბოტნიჩკი");

მცველები: ბობან გრნჩაროვი (აპოელ,
კვიპროსი), იგორ მიტრესკი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ნიკოლჩე ნოვესკი ("მაინცი", გერმანია), ვანჩე შიკოვი ("ეთნიკოსი", კვიპროსი), დანიელ მოისოვი ("ვოივოდინა", სერბეთი), ალექსანდარ ტოდოროვსკი ("რადი", სერბეთი), ვლადე ლაზარევსკი ("ლოკომოტივი", ყაზახეთი); ალექსანდარ ლაზევსკი ("პარტიზანი", სერბეთი)

ნახევარმცველები: არმენდ ალიმი ("ისტრა", ხორვატია), სლავჩო გეორგიევსკი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ველიჩე შუმულიკოსკი ("სიბირი", რუსეთი), ფილიპ დესპოტოვსკი ("ინტერი", აზერბაიჯანი), მარიო გიუროვსკი ("ვოივოდინა", სერბეთი), დარკო ტასევსკი ("ლევსკი", ბულგარეთი);

თავდამსხმელები: ილჩო ნაუმოსკი ("მატერსბურგი", ავსტრია), სტევიცა რისტიჩი ("ამკარი", რუსეთი), ივან ტრიჩკოვსკი (აპოელ, კვიპროსი), აგიმ იბრაიმი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული