ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები "რეინჯერსის" კიპერ ალან მაკგრეგორსაც აქვს – ფეხის კუნთი აწუხებს. თუმცა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დარწმუნებულნი არიან, რომ მაკგრეგორი თამაშს შეძლებს. აი, ჯილკსის ნაცვლად კი ლევაინმა "კილმარნოკის" 24 წლის კიპერ კემი ბელს უხმო. რაც შეეხება შოტლანდიის
ლი მაკკალოხი ჩეხეთთან მატჩს ტრავმის გამო გააცდენს, თუმცა მას ზურგი სტკივა და შესაძლოა, ვერც მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ითამაშოს. თავის დაზღვევის მიზნით, ლევაინმა "უოტფორდის" ნახევარმცველი დონ კაუი და "კარდიფის" მცველი კევინ მაკნოტონი ნაკრების ბანაკში სასწრაფოდ გამოიძახა.
ექიმთა პაციენტები "ტოტენჰემის" ალან ჰატონი და "ბარნსლის" შუახაზელი ჯეი მაკევლიც იყვნენ, მაგრამ ორივე გამოჯანმრთელდა და გუნდში დარჩა. გარდა ამისა, კრეიგ ლევაინმა პრესკონფერენციაზე ბრძანა, "უიგანის" ცენტრალური მცველი გარი კოლდუელი არ არის მზად, მონაწილეობა ორივე მატჩში მიიღოსო – ანუ ეს ფეხბურთელი ან ჩეხებთან იბურთავებს, ან ესპანელებთან.