უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა ბრაიან ფლინმა ვეტერანი მცველი ბულგარეთსა და შვეიცარიასთან ევროშესარჩევ მატჩებზე გამოიძახა, პასუხად კი უარი მიიღო.
სანაკრებო კარიერის დასრულება გაბიდონს ხშირმა ტრავმიანობამ გადააწყვეტინა. "ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადავწყვიტე, - თქვა დენი გაბიდონმა, ვის ანგარიშზეც 43 სანაკრებო მატჩია, - უელსის საფეხბურთო ასოციაციას და უელსის ყველა მოქალაქეს მადლობას ვუხდი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ნაკრების თითოეულ მატჩის დროს ვგრძნობდი".