ლორან ბლანი: ძველი ატმოსფეროა აღსადგენი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი კამპანია ბელარუსებთან მარცხით დაიწყო და "მამლების" დამრიგებელმა ლორან ბლანმა უეფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აპირებს გუნდის ამ რთული მდგომარეობიდან გამოყვანას.

"პარიზში ბელარუსის ნაკრებთან წაგების შემდეგ გონს მოსვლა რთული იყო. ფანტასტიკური ფეხბურთი არ გვიჩვენებია, მაგრამ მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ფეხბურთელებმა უკვე გაათვითცნობიერეს, რომ შესარჩევი ციკლი შესაძლოთაგან უცუდესი სცენარით დავიწყეთ.

ჩემი ამოცანა ფეხბურთელებისთვის იმის თქმა იყო, რომ ნეგატიური შედეგის მიუხედავად, იმედს არ ვკარგავ, ფეხბურთელებს კვლავაც ვენდობი, მით უფრო, რომ ეს ბიჭები
ჩემს მიერ არიან შერჩეულნი. ჩემი ნდობა უნდა მეგრძნობინებინა და დამერწმუნებინა, რომ ბელარუსებზე კარგად ითამაშეს, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ხშირად ხდება, როცა ძლიერი სუსტთან მარცხდება.

ეს გარდამავალი პერიოდის, თაობათა ცვლის პრობლემაა. ასე რეგულარულად ხდება. დღეს ვცდილობთ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და ნაკრებში კარგი მოთამაშეები მოვიწვიოთ, ვისაც ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოუწევთ, რათა დიდ ფეხბურთელებად იქცნენ. რამდენიმე წლის წინ ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, რომლებიც თავიანთ კლუბებში ნამდვილ ვარსკვლავებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ საერთო საქმისთვის გამორჩეულად თავდადებულები იყვნენ. აი, სწორედ ის ატმოსფეროა ასაღორძინებელი. საფრანგეთის ნაკრებში დაკარგული ღირებულებები ხელახლაა დასანერგი", - თქვა ლორან ბლანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული