დელ ბოსკე კმაყოფილია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩში ლიტველები 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონების დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ თავისი გუნდის თამაში დადებითად შეაფასა.

"მატჩი კარგად დავიწყეთ და პირველ ტაიმში არცთუ ურიგო კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ შეტევების დაგვირგვინებაში თავი ვერ გამოვიჩინეთ. შესვენების შემდეგ მოვუმატეთ და ბოლოს გამარჯვებაც მოვიპოვეთ. დავიდ ვილიას გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ მას ძალზე მჭიდროდ მეურვეობდნენ და სამოქმედო სივრცეს უზღუდავდნენ. ასეა თუ ისე, გუნდმა კარგად იშრომა და შედეგით კმაყოფილი ვარ", - მიაჩნია დელ ბოსკეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული