ჩეზარე პრანდელი: გუნდის თამაშით ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ევროპირველობის შესარჩევი მატჩი 0:0 დაასრულა, ხოლო მარკო ბორიელომ, ჯამპაოლო პაცინიმ და ჯორჯო კიელინიმ ურეალურესი საგოლე მომენტები გააცუდეს, "სკუადრა აძურას" დამრიგებელი ჩეზარე პრანდელი მაინც კმაყოფილია.

"კმაყოფილი ვარ. ამ სტადიონზე თამაში ყველას უჭირს. გამარჯვება გვსურდა და ბურთსაც დამაჯერებლად ვაკონტროლებდით. ბოლომდეც ვიბრძოლეთ. მომენტების რეალიზაციის მხრივ ვერ ვივარგეთ, მაგრამ მთლიანობაში გუნდის თამაშით და შედეგით ბედნიერი ვარ.

ამ ორთაბრძოლიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ის უნდა დაასკვნან, რომ დასარტყმელ პოზიციაზე მყოფი ფორვარდი დამაგვირგვინებელ დარტყმას აუღელვებლად უნდა ასრულებდეს, ემოციის გარეშე", - თქვა
პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული