”მე სტივენ ჯერარდს კვირასვე ველაპარაკე და ავუხსენი რატომ უნდა უკაპიტნოს გუნდს არა მან არამედ ფერდინანდმა. სტივენმა ყველაფერი სწორად გაიგო. მან ჩვენი წესები იცის. მეტიც, მან თავად უთხრა ფეხბურთელებს, რომ ჩერნოგორიასთან მათი კაპიტანი ის კი არა, რიო იქნება.
გეხსომებათ, როდესაც ინგლისის ნაკრების
კაპელო დარწმუნებულია, რომ ფერდინანდის მუხლის ტრავმა უკვე წარსულია. მწვრთნელმა დასძინა:
”მე რიოს ვაკვირდებოდი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მას აღარაფერი აწუხებს. იგი უწინდელივით ტრავმის გამო არ არის მოძრაობაში შეზღუდული. დააკვირდით მის ბოლო თამაშებს? იგი ლაღი და საიმედო იყო”.
თავად ფერდინანდმა კი თქვა, რომ მისთვის მთავარი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა იყო:
”ნამდვილად არ ვიცოდი დამიბრუნებდნენ კაპიტნის სამკლავურს თუ არა. მე უფრო მეტად ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე მქონდა გადატანილი. დაკარგული პოზიციის აღდგენ ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა. კაპელო ყველა ჩვენგანს ყოველ დღე აანალიზებს, გვსწავლობს როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად, ასე რომ, თუ შემადგენლობაში მოხვედრა გინდა, თავი უნდა მოაწონო.
რა მოხდებოდა კაპიტნად ჯერარდი რომ დაესახელებინათ? სტივენს ხელს ჩმოვართმევდი და წარმატებას ვუსურვებდი. ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით. კაპოტნის სამკლავურის დაბრუნება დიდებულია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჯერარდმა ჩემს არყოფნაში დიდი სამსახური გასწია. საერთოდაც, ინგლისის ნაკრებს ბევრი ნამდვილი ლიდერი ჰყავს და რაც უფრო მეტი მათგანია მოედანზე მით უფრო კარგად თამაშობს გუნდი”.