უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ესპანური "მალიორკა" ევროპის ლიგის 2010/2011 წლების სეზონის გათამაშებიდან მოკვეთა. გუშინ ეს კომიტეტი შვეიცარიულ ნიონში შეიკრიბა და ბალეარულ კლუბს ევროლიცენზია ჩამოართვა. ჩინოვნიკებმა მიიჩნიეს, რომ "მალიორკა" ვერ აკმაყოფილებს უეფას კანონის 2.07 პუნქტს. ახლა "მალიორკას" ხელმძღვანელობას სამი დღის ვადაში შეუძლია სააპელაციო კომიტეტში საჩივრის შეტანა. ესპანური კლუბი, ალბათ, ისარგებლებს კიდეც ამ უფლებით.
უეფას ჩინოვნიკებმა ჩათვალეს, რომ კლუბის ვალი იმდენად დიდძალი თანხაა, რომ ის რისკს უქმნის ამ გუნდის მონაწილეობას ევროსარბიელზე. სწორედ ამიტომ ჩინოვნიკებმა თავიდანვე მოკვეთეს გუნდი. ბალეარულმა კლუბმა გრეგორიო მანსანოს ხელმძღვანელობით პრიმერა
მას მერე ბალეარულ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა. გუნდ
ი ფინანსური ჯგუფის ხელში გადავიდა, "მალიორკას" თავკაცად დანიელი მიქაელ ლაუდრუპი დაინიშნა. კლუბის აქციების ნაწილი თვით ჩოგბურთის ვარსკვლავმა რაფაელ ნადალმა შეიძინა. პრეზიდენტის პოსტზე მატეო ალემანი ხოსეპ პონსმა შეცვალა. მოკლედ, კლუბი კრიზიზიდან გამოვიდა. გუშინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში ახალი უსტარი აფრინა, სადაც "მალიორკას" საკითხის განხილვის შეწყვეტას ითხოვდა, მაგრამ დააგვიანდათ. ევროპელ ჩინოსნებს უკვე ყველაფერი განუხილიათ და ვერდიქტიც მიუღიათ.
თუკი სააპელაციო კომიტეტი გადაწყვეტილებას არ შეცვლის ევროპის ლიგაზე ესპანეთს "ატლეტიკო", "ხეტაფე" და "ვილიარეალი" წარადგენენ. უეფას გადაწყვეტილებამ "მალიორკას" გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. მათ ესპანური ფეხბურთის ბოს ანხელ ვილიარს ღია წერილიც კი მისწერეს. "მალიორკა" ვერდიქტის შეგუებას არ აპირებს და ბრძოლას განაგრძობს.
"თუკი ამ გადაწყვეტილებას უეფაში არ შეცვლიან, ეს იქნება "მალიორკას", ქალაქის, ფეხბურთელებისა და მთელი ესპანური ფეხბურთის სირცხვილი. ", - განაცხადა გუნდის ებრაელმა გოლკიპერმა დუდუ ავატემ, რომელმაც ახლახან გაახანგრძლივა "მალიორკასთან" კონტრაქტი.