ვილიას ტიტულები ისევ სწყურია

AutoSharing Option

ესპანურ "მარკასთან" ინტერვიუში მსოფლიოს ჩემპიონმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" ერთად ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და "ელ კლასიკოს" მოგებას აპირებს. "მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალი მოვიგე, მაინც მოწყურებული ვარ ტიტულებს. მსურს ბევრი ინდივიდუალური თუ გუნდური ტიტული მოვიპოვო, გავიტანო ბევრი გოლი, ლა ლიგის ჩემპიონი გავხდე და მოვიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი". ესპანეთის ნაკრების გოლეადორი განსაკუთრებით მოუთმენლად ელის "ელ კლასიკოს": "ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ ჩემთვის პირველ კლასიკოში. ეს თამაშები ყოველთვის დიდებული სანახავია, დაძაბულია და ხშირად ჩემპიონატის ბედს წყვეტს, როგორც ეს იყო შარშანდელ სეზონში".

სრულად დავიდ ვილიასთან ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული