ერთდროულად ორი შენაძენი

AutoSharing Option

პრიმერა დივიზიონის "ალმერიამ" ერთდროულად ორი ტრანსფერი გაჩარხა: დიეგო ვალერი და მიგელ ანხელ ლუკე დაიმატა. თუკი ვალერი ანდალუსიურ კლუბში იჯარით ითამაშებს, ლუკე თავისუფალი აგენტის სტატუსით ითამაშებს "ალმერიაში". არგენტინული "ლანუსის" ყოფილი ფეხბურთელი დიეგო ვალერი "პორტუს" საკუთრებაა. 24 წლის ნახევარმცველი უდავოდ კარგი დანამატია "ალმერიასთვის". თამაშით სტილით ვალერის ხუან რამონ რიკელმეს ადარებენ.

ლუკემ შარშანდელი სეზონი ლუის ენრიკეს თავკაცობით მოთამაშე "ბარსელონა ბ-ში" გაატარა. 19 წლის ფეხბურთელმა "ალმერიასთან" 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "მინდა გამოვიყენო ეს შანსი და პრიმერას გუნდის ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე. ძალ-ღონეს არ დავიშურებ "ალმერიის"

საკეთილდღეოდ", - განაცხადა ლუკემ.

ჯერ გაცვალეს, მერე უარყვეს

გუშინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მადრიდის "რეალმა" და "ბარსელონამ" სუპერგაცვლა განახორციელეს - "სამეფო კლუბმა" მუდმივ მეტოქეს ბრაზილიელი კაკა დაუთმო, სამაგიეროდ კი შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიღო. ინფორმაციის პირველწყარო ბარსელონური "სპორტი" იყო, რომელსაც ჭორიკანა გაზეთის რეპუტაცია აქვს. მართლაც, საღამოს იბრას აგენტმა მინო რაიოლამ უარყო ასეთი შეთანხმების არსებობა. "არასოდეს მილაპარაკია მადრიდელებთან ტრანსფერზე. საერთოდ, მსგავსიც არაფერი გამოგია", - განაცხადა მან. მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" დავიდ ვილია შეიძინა არ წყდება ხმები ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო გასხვისების შესახებ. მისი მომავალი მრავალ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა მსოფლიოში სულ რამდენიმე კლუბია, რომელსაც შეუძლია იბრას სახელფასო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

საპასუხო ულტიმატუმი

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაინტერესებულია ყოფილი კლუბიდან ბრაზილიელი მაიკონის გადმობირებით. "რეალმა" "ინტერს" ამას წინათ ულტიმატუმით მიმართა - ან დათმეთ ბრაზილიელი 22 მილიონ ევროდ, ან ტრანსფერი ჩაიშლებაო. გუშინ იტალიელმა საპასუხო ულტიმატუმით მიმართეს "სამეფო კლუბს" - ისინი მაიკონის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს ითხოვენ და ეს ფასი ბოლოა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული