დიეგო სიმეონე: ვრჩები მადრიდის "ატლეტიკოში"!

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბს მომავალ სეზონშიც გაწვრთნის.

ამის შესახებ არგენტინელმა სპეციალისტმა 12 მაისს მიუნხენში Audi Cup-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მონაწილეობას ვიღებ ამ ტურნირის პრეზენტაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვრჩები "ატლეტიკოში"! ერთმანეთს ივლისში შევხვდებით", - თქვა სიმეონემ.

აღნიშნული ტურნირი ივლისში გაიმართება. მატჩები "ალიანს არენაზე" ჩატარდება. ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიუნხენის "ბაიერნი", მადრიდის "ატლეტიკო" და "ლივერპული" მიიღებენ. მეოთხე გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული