ესპანეთი. ლა ლიგა. "რეალი" თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წუხელ ვიგოში მადრიდის "რეალმა" 4:1 გაანადგურა "სელტა" და ლა ლიგაში ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ახლა "სამეფო კლუბს" ტიტულს მხოლოდ ერთი რამ ჩამოაშორებს სანუკვარ ტიტულს, თუ თავად წააგებს ბოლო ტურში და "ბარსელონა" იმარჯვებს, სხვა შემთხვევაში ზინედინ ზიდანის გუნდი ჩემპიონია. "რეალი" ბოლო ტურში "მალაგას" ესტუმრება.

მადრიდელები კრიშტიანო რონალდომ ორივე ტაიმის დასაწყისში თითო გოლით 2:0 დააწინაურა, შემდეგ კი მსაჯმა აურია, როცა იაგო ასპასი სიმულაციისთვის გააძევა. 10-კაციანმა "სელტამ" გაიბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.

"რეალმა" გოლების სერია 63 მატჩამდე გააგრძელა...

სელტა-რეალი 1:4
გოლები: 0:1 რონალდო (10), 0:2 რონალდო (48), 1:2 გუიდეტი (69), 1:3 ბენზემა (70), 1:4 კროოსი (88)
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - მალიო, რონკალია, კაბრალი, ხონი - ვასი, პაბლო ერნანდესი - ასპასი, ხოსაბედი (72. მარსელო დიასი), სისტო (80. შეიხი) - გუიდეტი (86. ბოვიუ)
რეალი (4-3-1-2): კეილორ ნავასი - დანილო, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო (71. კოვაჩიჩი), მოდრიჩი - ისკო (84. ლუკას ვასკესი) - ბენზემა, რონალდო (84. ასენსიო)
გაძევება: ასპასი (62)
მაყურებელი: 22 838

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 28 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - იაგო ასპასი (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ლამის ორი მეტრა იფრინა ისე წაიქცა ფეხბურთელი , აშკარად ისიმულიანტა, რაში ჭირდებოდა რეალს დახმარება, ისედაც 2-0 იგებდა
გიო
18 მაისი 2017 13:02
0
ბარსას კიდევ აქვს თეორიული შანში მალაგა ძლიერი გუნდია თუ რეალმა წააგო გოლიბით უსწრებს რეალს
gio
18 მაისი 2017 12:38
0
ბარსას ჩაედო წადით ეხლა და ქართულ ფეხბურთს უგულშემატკივრეთ თუ გიყვართ ფეხბურთი ...ერთმანეთის ჯინაზე გულშემატკივრობენ ფეხბურთს თან ზოგს საერთოდ არ უყვარს ფეხბურთი და საქართველოში არ უნდათ ეს სპორტი:))))
babuliK
18 მაისი 2017 12:34
0
მთელი სეზონი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და მსაჯების კორპუსში სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული რეალის გსაჩემპიონებლად, ეს ამ შეხვედრაშიც კარგათ გამოჩნდა. მსაჯები უკვე დაუფარავად უდგებიან რეალს, იმ შემთხვევაშიც კი როცა ზიდანის გუნდს ეს რეალურად არ სჭირდება; მოკლედ, გადაჭარბებით ასრულებენ ზევიდან მიღებულ დავალებას! საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის სპარტაკი, რომ ხდებოდა ჩემპიონი ცეკას დავალებით, იმას მაგონებს ეს სამარცხვინო ამბავი.
ვაშა და ურა მსაჯების მიერ გაჩემპიონებულ რეალს!
ბიკენტი
18 მაისი 2017 10:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული