"საქართველოს დღეს სასწაული გაამარჯვებინებს? გეტყვით, რაც არის საჭირო..." - ჯანაშია საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ Metarings.ru-სთან საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვილი სანიოლის გუნდს მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არა სასწაული, არამედ იღბალი ესაჭიროება.

"საქართველოს ჯგუფიდან მხოლოდ სასწაული თუ გაიყვანს?! - რატომ სასწაული? ამაში ქართველებს კარგი თამაში და იღბალი დაეხმარებათ.

როგორც თავად ნახეთ, წინა თამაშებში ბედი არ გვიღიმოდა, ბევრი მომენტიდან გოლი არ გავიდა. იღბალი გვჭირდება და ამის გარეშე დღეს წარმატების მიღწევა რთულია. საქართველოს დღეს უნ
და გაუმართლოს.

კარგია, თუ კრიშტიანო რონალდო ძირითადში იქნება. ის ახლა ისეთ უეცარ და დამაბნეველ მოძრაობებს ვეღარ აკეთებს, რომ ჩვენი მცველები ვერ გაუმკლავდნენ", - თქვა ჯანაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
უმარტივესია მოგება! საჭიროა მხოლოდ ასე თამაში-----პრესინგი 90 წუთი, ზუსტი პასები, უბურთოდ ბევრი მოძრაობა, კარში ხდირი დარტყმა-ყოველ 3-4 წუთში ერთხელ მაინც, არა აქვს მნიშვნელობა პოზიცია ხელსაყრელია თუ არა!!!! თუ ამას გააკეთებენ მოვიგებთ!!!
ნიკოლოზი
19:32 26-06-2024
0
ზაზა ჯანაშია მოსკოვის ლოკომოტივიდან გააგდეს, თბილისის ლოკომოტივიდან გააგდეს, საქართველოს ნაკრებიდან გააგდეს, ზუგდიდის მენეჯერი იყო და ჩაწყობილი თამაშებში ამხილეს და გააგდეს.

ამან იცის რა არის საჭირო?

რუსეთუმეების სატლიკინო არ არის და ნუ ეტენებიან.
დააT
19:23 26-06-2024
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული