ესპანურ პრიმერაში დაბრუნებულმა "ერკულესმა" "სარაგოსადან" ნახევარმცველი აბელ აგილარი დაიმატა. კოლუმბიელმა ალიკანტეელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აბელ აგილარი უკვე ვარჯიშობს ახალ კლუბში ესტებან ვიგოს ხელმძღვანელობით.
აგილარმა 2008-2009 წლების სეზონი "ერკულესში" გაატარა და მოხარულია, რომ ისევ უკან დაბრუნდა. "იმედია, გუნდს წაადგება ჩემი გამოცდილება და პრიმერაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს", - განაცხადა აგილარმა. ზაფხულის სატრანსფერო სეზონში "ერკულესმა" სულ სამი ფეხბურთელი შეიძინა: ოლივიე ტომერი, მათიას ფრიტცლერი და აბელ აგილარი. 25 წლის აგილარს კოლუმბიის ნაკრებში 20 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.
21:17 26-07-2010
ერკულესი კოლუმბიელით გაძლიერდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული