მაიკონი მაინც რეალში!

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მაიკონის გაწელილ ამბავს მალე წერტილი დაესმება. "ლა გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "რეალი" და "ინტერი" უკვე შეთანხმდნენ ბრაზილიელი მარჯვენა მცველის სატრანსფერო ფასზე. მადრიდელები მილანელებს მის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ და ამასთანავე, კონტრაქტით გათვალისწინებულ ბონუსებსაც გადაიხდიან.

გადამწყვეტი ამ საქმეში თვით ფეხბურთელის პოზიცია აღმოჩნდა, რომელსაც სამეფო კლუბში თამაშის უდიდესი სურვილი აქვს. დაახლოებით ორ დღეში მაიკონის მადრიდული კონტრაქტის დეტალებიც გამომზეურდება. მაიკონი "რეალში" წლიურად სავარაუდოდ, 7 მილიონ ევროს იშოვის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაი ვაი... ესეთ რამეებს რათ მაჩვენებთ, სლაბი გული მააქვს
უსტაბაში
09:55 05-09-2019
0
ეს ალბათ სიგარეტსაც ეწევა.
მიხო
20:47 04-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული