მატიონი 5 წლით ესპანიოლში

AutoSharing Option

"ესპანიოლმა" "მალიორკას" მარჯვენა მცველი ფელიპე მატიონი შეიძინა. მან ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სხვათა შორის, 21 წლის ბრაზილიელით ბევრი კლუბი იყო ესპანეთში დაინტერესებული, მათ შორის "ბარსელონაც", მაგრამ ფეხბურთელმა ყველას "ესპანიოლი" არჩია. შარშან მატიონი "მილანში" ირიცხებოდა და სეზონში 1 მატჩიც ითამაშა იტალიურ კლუბში, შემდეგ კი "მალიორკაში" გადავიდა, სადაც 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული