ლა ლიგა აზიაში
"სუპერსპორტი" იუწყება, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელობა მალე ესპანეთის ჩემპიონატის პოპულარიზაციის მიზნით აზიაში ტურნირის პრეზენტაციას მოაწყობს. ამ ახალ გათამაშებას ლფპ-ის საერთაშორისო თასი ეწოდება. პირველი ტურნირი გაისად გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 3 ესპანური და ერთი ადგილობრივი გუნდი. ტურნირის ორგანიზატორებს სურთ შეჯიბრი "მოგზაური" აღმოჩნდეს და მან წლების განმავლობაში დედამიწა "შემოიაროს".
პერესი დეპორში
გალისიურმა "დეპორტივომ" ოფიციალურად გაუფორმა ხელშეკრულება "ატლეტიკოს" ნახევარმცველ რუბენ პერესს. პერესი "დეპორში" ორ სეზონს გაატარებს იჯარით. ეს ტრანსფერი მას მერე განხორციელდა, რაც "ატლეტიკომ" დეპორტივოსგან" ბრაზილიელი მცველი ფილიპე ლუიში შეიძინა. 21 წლის პერესმა
ჰლები არ სჭირდებათ
ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" ნორვეგიაში გაემართა ამხანაგური მატჩის გასამართად. ხოსეპ გვარდიოლამ ვიკინგების ქვეყანაში 13 ფეხბურთელი იახლა სარეზერვო გუნდიდან, არადა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა ბელარუს ალიაქსანდრ ჰლებს. ჰლები კატალონიაში დატოვეს, რითაც ხაზი გადაესვა მის შანსს დარჩეს "ბლაუგრანას" შემადგენლობაში. შარშანდელი სეზონი ჰლებმა "შტუტგარტში" გაატარა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აღარ სურდა სხვა კლუბში იჯარით წასვლა და "ბარსელონაში" ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლას აპირებდა.
ვილიარეალს რამირესი სურს
სამხრეთამერიკული მედიის ინფორმაციის თანახმად, ესპანური "ვილიარეალი" ცდილობს "პენიაროლის" 19 წლის ნახევარმცველი გასტონ რამირესი შეიძინოს. "ვილიარეალის" მწვრთნელი ხუან კარლოს გარიდო ახალგაზრდა ურუგვაელის ნიჭის დიდი დამფასებელია. რამირესი "პენიაროლის" აკადემიის აღზრდილია. მას 2009 წლის მარტში ჰქონდა დებიუტი ძირითად გუნდში. მას შემდეგ რამირესი "კარბონეროსის" შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. "პენიაროლი" ახალგაზრდას 3 მილიონ ევროდ აფასებს. მისი შეძენა "ელ სუბმარინოს" გარდა იტალიურ "ნაპოლისა" და "მილანსაც" სურთ.
ფოტო: გასტონ რამირესი