მოუ რეალს ლოს ანჯელესში ნაწილ-ნაწილ ააწყობს

AutoSharing Option

"სამეფო კლუბი" ლოს ანჯელესშია, საიდანაც "რეალის" ამერიკული ტურნე იწყება. გუნდს ამერიკელმა გულშემატკივრებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ინტერესი ამერიკელ ფანებში კრიშტიანო რონალდომ გამოიწვია. ჟოზე მოურინიომ გუშინ პირველი ვარჯიში კალიფორნიის უნივერსიტეტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. კლუბით თვითმფრინავმა ამერიკაში ეს ფეხბურთელები ჩაფრინდნენ: დუდეკი, ადანი, პეპე, მარსელო, გარაი, დრენტე, მ. დიარა, ლ. დიარა, პედრო ლეონი, გაგო, რონალდო და ბენზემა. გუშინ კრიშტიანო რონალდომ მუნდიალის შემდეგ პირველად ივარჯიშა კლუბში. მოურინიომ სარეზერვო გუნდის 5 ფეხბურთელიც იახლა ტურნეზე: ნაჩო, ტებარი, ალექსი, ხუანფრანი და მორატა. დღეისათვის

პორტუგალიელი თავკაცის განკარგულებაში ეს კონტინგენტია.

შაბათს კალიფორნიაში კაკა, იგუაინი და ახალწვეული დი მარია ჩავლენ. ორშაბათს გუნდს ვარსკვლავები კიდევ დაემატებიან, შვებულებიდან პირდაპირ ლოს ანჯელესში მსოფლიოს ჩემპიონები კასილიასი, რამოსი, არბელოა, ალბიოლი და ჩაბი ალონსო გამოვლენ. ჯერ ზუსტად არ იციან, მაგრამ, სავარაუდოდ, მუნდიალის ფინალისტი რაფაელ ვან დერ ვაარტიც ორშAაბათს შეუერთდება დანარჩენებს. ყველაზე ბოლოს მოურინიოს განკარგულებაში გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ჩადგება, სერხიო კანალესი ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებთან ერთად საფრანგეთშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

ამერიკაში "რეალი" მხოლოდ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 4 აგვისტოს სან ფრანცისკოში მექსიკურ "ამერიკას" შეხვდება, ხოლო 10-ში ლოს ანჯელესში ადგილობრივი "გალაქსის" წინააღმდეგ ითამაშებს.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული