ვენესუელას ნაკრებში

AutoSharing Option

ბილბაოს "ატლეტიკის" ცენტრალური მცველი ფერნანდო ამორებიეტა აცხადებს, რომ სიამოვნებით გამოიცვლის მოქალაქეობას და ვენესუელას ნაკრებში ითამაშებს. "ყოველთვის მსურდა ვენესუელას ნაკრებში თამაში. ადრე ეს  შეუძლებელი იყო, რადგან ახალგაზრდულ ასპარეზზე ესპანეთის ასაკობრივ გუნდში მითამაშია, მაგრამ მას მერე ფიფამ წესები შეცვალა. ერთი სული მაქვს, როდის გამომიძახებენ ნაკრებში. მე პირველივე დაძახილზე სიამოვნებით წავალ". არ გეგონოთ, რომ 25 წლის ამორებიეტას მემარცხენე იდეები აწუხებს. მის არჩევანში პოლიტიკური არაფერია - ფერნანდო ვენესუელაშია დაბადებული, თუმცა მისი მშობლები ბასკები იყვნენ, რომლებიც შემდეგ ესპანეთში დაბრუნდნენ საცხოვრებლად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული