"ბარსელონას" მცველმა კარლეს პუიოლმა გადაიფიქრა ეროვნული ნაკრებიდან წასვლა. კატალონიური გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ კიდევ ორ წელს დარჩება და ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაში დაეხმარება. "მწვრთნელებისა და თანაგუნდელების თხოვნის შემდეგ, გადავწყვიტე ნაკრებს კიდევ ორი წელი მივუძღვნა, ვრჩები", - დაწერა პუიოლმა საკუთარ ბლოგზე. 32 წლის პუიოლმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად მისი გადაწყვეტილების შეცვლაზდე ვისენტე დელ ბოსკესა და ფერნანდო იეროს სიტყვებმა იმოქმედეს.
კომბინაცია ჟო ჩაიშალა
პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულ "რეალ სოსიედადს" "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის, ჟოს შეძენა სურდა, მაგრამ ბასკური კლუბი დანებდა, რადგან ვერაფრით მოხერხდა ფეხბურთელის