ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა ფორვარდმა როდრიგომ ლისაბონის ბენფიკასთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიური მედიის ცნობით, მადრიდის "რეალმა", რომელსაც 19 წლის ფეხბურთელი ეკუთვნის, დაახლოებით 6 მილიონი ევრო მიიღო. ხელშეკრულებაში ერთი ასეთი პუნქტია - თუკი "რეალის" ხელმძღვანელობას როდრიგოს თამაში მოეწონება, შეუძლია სეზონის ბოლოს ახალგაზრდა ფეხბურთელი უკან გამოისყიდოს გარკვეული თანხის (დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ეს ტრანსფერი) საფასურად. "ძალიან ბედნიერი ვარ, "ბენფიკაში" თამაში ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა", - განუცხადა "ა ბოლას" ესპანელმა.
როდრიგო მორენო მაჩადო მართალია, რიოში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდან ესპანეთში იზრდებოდა, სადაც "სელტას" ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.
18:35 03-08-2010
როდრიგო ბენფიკასთვის გაიტანს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული