ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თითქმის თვე დარჩა და ესპანური კლუბებიც განაგრძობენ ახალი სეზონისათვის კომპლექტაციას. ესპანურმა პრიმერამ შევსება იტალიიდან მიიღო - ყველაფერი შეთანხმებულია და მალე იტალიელი პლეიმეიქერი ლუკა ჩიგარინი იჯარის წესით "სევილიას" ფეხბურთელი გახდება. 24 წლის ჩიგარინის ახლანდელი კლუბი "ნაპოლი" და "სევილია" უკვე შეთანხმდნენ - ფეხბურთელი 2010/11 წლების სეზონს ანდალუსიაში გაატარებს და კლუბს ჩემპიონთა ლიგაში დამკვიდრებაში დაეხმარება. სეზონის ბოლოს "სევილიას" ჩიგარინის გამოსყიდვის უფლება ექნება, თუ იტალიელი ესპანეთში თავს გამოიჩენს, მას 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. ამ შემთხვევაში ესპანელებს იტალიელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს
ლუკა ჩიგარინის გუშინ ელოდნენ ანდალუსიაში, თუმცა ფეხბურთელმა ფრენაზე უარი განაცხადა. მიზეზი კი გრიპია, ჩიგარინის 39 გრადუსი სიცხე აქვს და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ის სრულფასოვან სამედიცინო შემოწმებას ვერ გაივლის. "სევილიას" ბოსებს მოცდა მოუწევთ, როდის გამოჯანმრთელდება ნახევარმცველი.
ჩიგარინი პირველად "პარმას" შემადგენლობაში გამოჩნდა და თანაგუნდელ დანიელე დესენასთან ერთად სპეციალისტების ყურადღება მიიქცია. როცა 2008 წელს "პარმა" სერია ა-დან გავარდა, ჩიგარინი "ატალანტაში" გადავიდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა. შარშან ზაფხულში კი ფეხბურთელი 5 წლით "ნაპოლიმ" შეიძინა. შარშანდლამდე ჩიგარინი იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, სადაც 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ენერგიულმა ნახევარმცველმა იტალიის ოლიმპიურ ნაკრებშიც ითამაშა, რომელსაც პიერლუიჯი კაზირაგი წვრთნიდა. სხვათა შორის, "სევილია" მხოლოდ არ იძენს, ახლახან ანდალუსიური კლუბი 27 წლის ცენტრალურ მცველ დავიდ პრიეტოს შეელია, რომელიც "ხერესს" უსასყიდლოდ დაუთმო. გასული სეზონი პრიეტომ სწორედ "ხერესში" გაატარა იჯარით. შეგახსენებთ, რომ სწორედ პრიეტოს ერგო 2007 წელს გარდაცვლილი ანტონიო პუერტას 16-ნომრიანი მაისურა "სევილიაში".
გალისიური "დეპორტივო" შეელია 29 წლის ფორვარდ რუბენ კასტროს, რომლის სანაცვლოდაც სეგუნდა დივიზიონის "ბეტისმა" 1,5 მილიონი ევრო გადაიხადა (სეგუნდა დივიზიონის სეზონის რეკორდი). მართალია, რუბენი 2004 წლიდან "დეპორის" ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ მან იჯარით მრავალი კლუბი მოიარა ("ალბასეტე", "რასინგი", "ხიმნასტიკი", "უესკა" და "რაიო ვალეკანო"). როგორც ჩანს, რუბენი "დეპორტივოში" დამკვიდრებაზე ოცნებას შეეშვა. "ხეტაფემ" 2 მილიონ ევროდ "უელვას" ფორვარდი ადრიან კოლუნგა შეიძინა. 25 წლის კოლუნგამ გასული სეზონის მე-2 ნახევარი იჯარით "სარაგოსაში" გაატარა და თავი კარგად წარმოაჩინა - 16 თამაშში 7 გოლი გაიტანა. კოლუნგა თამაშის სტილით დავიდ ვილიას წააგავს.
პრიმერა დივიზიონში ითამაშებს გასული სეზონის სეგუნდას ერთპიროვნული ბომბარდირი კრისტიან სტუანი. 23 წლის ურუგვაელი იტალიური "რეჯინას" წევრია, თუმცა ბოლო სეზონი მან "ალბასეტეში" გაატარა იჯარით და 39 თამაშში 23 გოლი გაიტანა. სტუანი ახლაც იჯარით ითამაშებს, ოღონდ, პრიმერაში დაწინაურებელ "ლევანტეში".
გაგიკვირდებათ და, 22 წლის პაუზის შემდეგ დაბალი დივიზიონებიდან სეგუნდაში დაბრუნებული "გრანადას" მსოფლიოს ჩემპიონატის ორი მონაწილე ეყოლება სეზონში, თანაც ორივე საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელი: 24 წლის ჩილელი ფაბიან ორელანა და 20 წლის განელი ჯონათან მენსა. ანდალუსიურმა კლუბმა, რომელსაც "ოქროს ხანა" 70-იან წლებში ჰქონდა, როცა მუდამ უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა, საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა. ორ მუნდიალელზე უკვე გითხარით და კლუბში იჯარით აიყვანეს, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც პრიმერაში ასპარეზობის გამოცდილება აქვთ. მაგალითად, ალექს ბერგანტინიოსი "დეპორტივოდან". ამასთან "გრანადას" ხელშეკრულება აკავშირებს იტალიურ "უდინეზესთან", რომელიც მას ისეთი ფეხბურთელებით ამარაგებს, რომელთაც თავი ვერ დაიმკვიდრეს სერია ა-ში.
ესპანური ტრანსფერები
(27 ივლისიდან დღემდე)
- ფეხბურთელი საიდან სად თანხა
ჯონათან დე გუზმანი (ჰოლ) ფეიენოორდი (ჰოლ) მალიორკა თავ. აგენტი
მიგელ ანხელ კორდერო რეალ ბ ხერესი თავ. აგენტი
ფელიპე მატიონი (ბრა) მალიორკა ესპანიოლი თავ. აგენტი
პერე მარტი მალაგა კასტელონი თავ. აგენტი
ხოსე მორატონი რასინგი სალამანკა თავ. აგენტი
სებასტიან ფერნანდესი (ურუ) ბანფილდი (არგ) მალაგა 4 მლნ. ევრო
დავიდ პრიეტო სევილია ტენერიფე თავ. აგენტი
კრისტიან სტუანი (ურუ) რეჯინა (იტ) ლევანტე იჯარა
იაგო ფალკე იუვენტუსი (იტ) ვილიარეალ ბ იჯარა
ხორხე ალონსო ერკულესი ვალიადოლიდი თავ. აგენტი
ალბერტო მარკოსი ვალიადოლისი უესკა თავ. აგენტი
მანუელ ლოსანო მალაგა პონფერადინა თავ. აგენტი
როდრიგო გალატო (ბრა) ატლეტიკო პარ (ბრა) მალაგა თავ. აგენტი
ნიკოლას პარეხა (არგ) ესპანიოლი სპარტაკი (რუს) 10 მლნ. ევრო
სამი ხედირა (გერ) შტუტგარტი (გერ) რეალი 12 მლნ. ევრო
ხოსე მალდონადო სპორტინგი კარტახენა თავ. აგენტი
დავიდ კორტესი ხეტაფე ერკულესი თავ. აგენტი
მანუჩო (ანგ) ვალიადოლიდი ბურსასპორი (თურ) იჯარა
ტომ დე მული (ბელ) სევილია სტანდარდი (ბელ) იჯარა
რაფაელ მარკესი (მექ) ბარსელონა ნიუ იორკი (აშშ) თავ. აგენტი
ანხელ მარტინესი ესპანიოლი ხირონა იჯარა
დანიელ კარილი ლევანტე ლას პალმასი თავ. აგენტი
რაულ ტამუდო ესპანიოლი რეალ სოსიედადი თავ. აგენტი
კარლოს მარჩენა ვალენსია ვილიარეალი 2,2 მლნ. ევრო
ადრიან კოლუნგა უელვა ხეტაფე 2 მლნ. ევრო
კეპა ბლანკო ხეტაფე უელვა იჯარა
რუბენ კასტრო დეპორტივო ბეტისი 1,5 მლნ. ევრო
ლუკა ჩიგარინი (იტ) ნაპოლი სევილია იჯარა
იური ბერჩიჩე ვალიადოლიდი უნიონი თავ. აგენტი