აი, მაგალითად, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი მეგობრებთან ერთად ოკეანის ტალღებში, მდიდრულ იახტაზე ნებივრობს. ფეხბურთელი ისე გამოფიტულა მძიმე სეზონისგან, რომ სპორტსმენის მკაცრი განაწესი გვერდით გადაუდია და სიგარეტს სიგარეტზე "უქიშინებს".
თამბაქოსთან მწყრალად არც ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე ყოფილა. ესპანელი ფეხბურთელი ამ შვებულებას იბიცაზე ატარებს და შიგადაშიგ ძვირადღირებულ სიგარასაც აბოლებს.