ერთ დროს ესპანური ფეხბურთის იმედად შერაცხული ხოაკინ სანჩესი, ვისშიც “რეალი” “ბეტისს” თავის დროზე 45 მილიონს სთავაზობდა, “ვალენსიიდან” “მალაგაში” 4 მილიონად გადავიდა.
მხარეებმა ხელშეკრულება 3 წლით დადეს. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელს უკვე 4 წელია ესპანეთის ნაკრებში აღარ იწვევენ. მისი, როგორც ფეხბურთელის, დეგრადაციის მიზეზები, რა თქმა უნდა, ბანალურია - გაუთავებელი ტრავმები.