ხელმოცარულნი თუ ოქროს შუალედი

AutoSharing Option
დღეს პრიმერადივიზიონის 10 გუნდის ანალიზს შემოგთავაზებთ, იმათსას, რომელთაც ევროთასების საგზური ვერ მოიპოვეს, თუმცა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს - მოკლედ გუნდები, რომელთაც მე-8 - მე-17 ადგილები დაიკავეს ჩემპიონატში. ბუნებრივია, "ბარსელონას" და "რეალს" თითო გვერდი დავუთმეთ და მეტადაც ჩავუღრმავდით გრანდების სტატისტიკას, ამ ათეულს კი უფრო ზოგადად შევეხებით. მაშ ასე, გავიხსენოთ საბოლოო ცხრილში ამ ათეულის ადგილი...

თ მ ფ წ ბ ქ
8. ესპანიოლი 38 15 4 19 46-55 49
9. ოსასუნა 38 13 8 17 45-46 47
10. სპორტინგი 38 11 14 13 35-42 47
11. მალაგა 38 13 7 18 54-68 46
12. რასინგი 38 12 10 16 41-56 46
13. სარაგოსა 38 12 9 17 40-53 45
14. ლევანტე 38 12 9 17 41-52 45
15. სოსიედადი 38 14 3 21 49-66 45
16. ხეტაფე 38 12 8 18 49-60 44
17. მალიორკა 38 12 8 18 41-56 44

როგორც ხედავთ, მე-8 ადგილსა და მე-17-ს შორის
სულ 5 ქულაა. ანუ ეს 10 კლუბი თითქმის თანაბარძალოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ "ესპანიოლს" სულ ცოტა დააკლდა ევროსაგზურის მოპოვებამდე, ხოლო "მალიორკა" გავარდნას გადაურჩა. ყველაზე ცოტა გოლი ასტურიულმა "სპორტინგმა" გაიტანა - 35, ყველაზე მეტი კი - 49-49 "რეალ სოსიედადისა" და "ხეტაფეს" ანგარიშზეა. სამაგიეროდ, "სპორტინგი" ამ გუნდებში ყველაზე საიმედო დაცვის ხაზით გამოირჩეოდა - 42 გაშვებული ბურთი, როცა "მალაგამ" 68 გაუშვა. საოცარია, მაგრამ ამ 10 გუნდიდან ერთსაც კი არ აქვს ბურთების დადებითი ბალანსი - საუკეთესო ვარიანტი "ოსასუნას" -1-ია, უარესი კი - ბასკთა -17.

ესპანიოლი
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (29 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:0 (სარაგოსა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 1:5 (ბარსელონა)

გოლები: ოსვალდო (13), კალეხონი (6), ლუის გარსია (6), ვერდიუ (5), ა. ვასკესი (4), სერხიო (3), ი. ალონსო (2), ხ. მარკესი (2), დატოლო (2), გალანი (1), რ. კოშტა (ვალენსია) 1 ს.კ; ესტრადა (რეალ სოსიედადი) 1 ს.კ.
საგოლე პასები: კალეხონი (7), ვერდიუ (7), ლუის გარსია (7), ოსვალდო (4), ჩიკა (1), დიდაკ ვილა (1), რუი ფონტე (1), ხ. მარკესი (1), დ. გარსია (1), სერხიო (1).

მეკარეები: კამენი (33), კ. ალვარესი (5).
მცველები: ჩიკა (29), ამატი (26), გალანი (22), ფორლინი (21), დ. გარსია (17), რუისი (15), დიდაკ ვილა (13), როდრიგესი (10), ვ. ალვარესი (1).
ნახევარმცველები: ვერდიუ (37), მარკესი (29), ხ. ლოპესი (25), დუშერი (19), ბაენა (15), დატოლო (14), მოლინა (7), ისაიასი (4), დ. ლოპესი (3), ე. ლოპესი (2), დე ლა პენია (2), კორომინასი (1).
თავდამსხმელები: კალეხონი (37), ლუის გარსია (37), ა. ვასკესი (30), ოსვალდო (24), სერხიო (21), ი. ალონსო (20), რუი ფონტე (11), ტიევი (2).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): კამენი - გალანი, ფორლინი, ამატი, ჩიკა - ხ. მარკესი, ხ. ლოპესი - ლუის გარსია, ვერდიუ, კალეხონი - ოსვალდო.
უდისციპლინოები: ფორლნი (1 წ, 8 ყვ); ვერდიუ (10 ყვ), დუშერი (9), ამატი (9), ლუის გარსია (8).
ხანგრძლივი ტრავმა: მატიონი - 186 დღე.

ოსასუნა
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (28 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:0 (ერკულესი)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:3 (ატლეტიკო)

გოლები: კიკე სოლა (7), ნეკუნამი (6), კამუნიასი (4), არანდა (4), პანდიანი (3), ვადოცი (3), ფლანიო (2), შოჯაეი (2), სეხუდო (2), ლეკიჩი (2), სორიანო (2), ლოლო (2), სერხიო (2), მონრეალი (1), ნელსონი (1), ხუანფრანი (1), კალეხა (1).
საგოლე პასები: შოჯაეი (6), პუნიალი (5), კამუნიასი (5), სორიანო (4), არანდა (3), ხუანფრანი (2), სეხუდო (2), მონრეალი (2), სერხიო (2), კალეხა (1), ვადოცი (1)

მეკარეები: რიკარდო (38).
მცველები: მონრეალი (31), ფლანიო (29), ნელსონი (29), სერხიო (22), კალეხა (18), ხოსეჩო (10), ოიერი (3).
ნახევარმცველები: პუნიალი (33), ვადოცი (31), სორიანო (30), ლოლო (27), დამია (27), ნეკუნამი (26), ხუანფრანი (18), შოჯაეი (18), სეხუდო (13), კორომინასი (6), რუპერი (4), ანუნზიატა (1), ტიმორი (1).
თავდამსხმელები: კამუნიასი (31), ლეკიჩი (27), პანდიანი (21), არანდა (20), კიკე სოლა (16).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): რიკარდო - ნელსონი, ფლანიო, სერხიო, მონრეალი - პუნიალი, ვადოცი - დამია, სორიანო, კამუნიასი - ლეკიჩი.
უდისციპლინოები: პუნიალი (16 ყვ), სორიანო (1 წ, 12 ყვ), სერხიო (2წ, 6 ყვ), დამია (1 წ, 7 ყვ), ნეკუნამი (10 ყვ).
ხანგრძლივი ტრავმა: რუპერი - 29 დღე.

სპორტინგი
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (27 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:0 (მალიორკა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:4 (ატლეტიკო)

გოლები: დ. კასტრო (9), დე ლას კუევასი (6), ბარალი (5), ნ. ნოვო (4), სანგოი (2), ანდრე კაშტრო (2), ეგურენი (1), ბოტია (1), კასესი (1), აიოსე (1), გრეგორი (1), ობრადოვიჩი (სარაგოსა) 1 ს.კ; კევინი (მალიორკა) 1 ს.კ.
საგოლე პასები: დე ლას კუევასი (4), დ. კასტრო (3), ლორა (3), რივერა (2), კასესი (2), კანელია (2), კარმელო (2), ანდრე კაშტრო (1), ხოსე ანხელი (1), აიოსე (1), სანგოი (1)

მეკარეები: ხუან პაბლო (25), კუელიარი (13), რაული (1).
მცველები: ლორა (36), ბოტია (28), ხოსე ანხელი (26), ი. ერნანდესი (25), გრეგორი (23), კანელია (17), სასტრე (8), ხორხე (5), მენდესი (1), ხავი პოვესი (1).
ნახევარმცველები: დე ლას კუევასი (37), ეგურენი (30), რივერა (30), დ. კასტრო (28), კასესი (18), კარმელო (18), ანდრე კაშტრო (16), მორანი (15), ს. ალვარესი (8), მატაბუენა (4), ლანდეირა (1), მუნისი (1), პორტილია (1).
თავდამსხმელები: ბარალი (34), ნ. ნოვო (30), სანგოი (19), ბილიჩი (18), აიოსე (13).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, ხოსე ანხელი - ეგურენი, რივერა - დე ლას კუევასი, ანდრე კაშტრო, დ. კასტრო - ბარალი.
უდისციპლინოები: ბოტია (1 წ, 12 ყვ), ხოსე ანხელი (1, 9), ეგურენი (1, 9), ბარალი (12), ლორა (1, 7).
ხანგრძლივი ტრავმა: -

მალაგა
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (20 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 3:0 (მალიორკა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:7 (რეალი)

გოლები: რონდონი (14), ბაპტიშტა (9), ს. ფერნანდესი (7), ხუანმი (4), ელიზეუ (4), დუდა (3), ოვუსუ აბეიე (2), რესიო (2), ფერნანდო (2), აპონიო (2), მარესკა (2), სტადსგაარდი (1), ველიგტონი (1), დემიკელისი (1).
საგოლე პასები: ელიზეუ (7), დუდა (6), აპონიო (5), ს. ფერნანდესი (4), გამესი (3), რონდონი (2), ოვუსუ (2), მარესკა (2), რესიო (2), ხუანმი (2), მტილიგა (1), სანდრო სილვა (1), ველიგტონი (1), ეიდინიო (1), კამაჩო (1), ფ. პორტილიო (1).

მეკარეები: კაბალიერო (15), არნაუ (9), რუბენი (7), ასენხო (5), გალატო (4).
მცველები: ველიგტონი (31), გამესი (30), სტადსგაარდი (25), მტილიგა (19), დემიკელისი (18), გასპარი (9), მ. ტორესი (7), ი. გონსალესი (6), ელდერ როსარიო (3).
ნახევარმცველები: ელიზეუ (35), აპონიო (27), სანდრო სილვა (24), რესიო (23), ფერნანდო (21), მარესკა (20), დუდა (20), კამაჩო (15), ბაპტიშტა (11), ხუანიტო (6), ე. რამოსი (5), კალა (1).
თავდამსხმელები: ს. ფერნანდესი (30), რონდონი (30), ოვუსუ აბეიე (25), ხუანმი (17), ფ. პორტილიო (17), ედინიო (8), ბა (5), ლუკე (3).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): კაბალიერო - გამესი, ველიგტონი, დემიკელისი, სტადსგაარდი - მარესკა, სანდრო სილვა - ელიზეუ, აპონიო, ს. ფერნანდესი - რონდონი.
უდისციპლინოები: ელიზეუ (2 წ, 11 ყვ), დემიკელისი (2, 8), გამესი (1, 9), სანდრო სილვა (8), აპონიო (7).
ხანგრძლივი ტრავმა: ასენხო - 137 დღე

რასინგი
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (19 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:1 (ოსასუნა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 1:6 (რეალი)

გოლები: როზენბერგი (9), კენედი (6), ჯ. დოს სანტოსი (5), ნაუელპანი (3), კრისტიანი (3), კოლსა (2), ენრიკე (2), პინილიოსი (2), ლასენი (1), სერანო (1), ბოლადო (1), მუნიტისი (1), არანა (1), ტორეხონი (1), გრეგორი (სპორტინგი) 1 ს.კ; რაკიტიჩი (სევილია) - 1 ს.კ; ნანო (ლევანტე) 1 ს.კ.
საგოლე პასები: მუნიტისი (5), ლასენი (3), კენედი (3), სისმა (2), ტორეხონი (2), პინილიოსი (2), დიოპი (2), როზენბერგი (1), არანა (1), ენრიკე (1), ა. გონსალესი (1), ლუკე (1), ფ. პერესი (1), ჯ. დოს სანტოსი (1), ბოლადო (1), კოლსა (1).

მეკარეები: ტონიო (37), კუესტა (1).
მცველები: ტორეხონი (36), ენრიკე (35), სისმა (32), ფ. პერესი (24), პინილიოსი (20), კრისტიანი (18), ოსმარი (4), ალვარო (3), პონსე (2).
ნახევარმცველები: ლასენი (33), კოლსა (31), ა. გონსალესი (23), დიოპი (19), ციოლისი (10), ედუ ბედია (6), სერანო (4), ტატო (2), რამონი (1).
თავდამსხმელები: მუნიტისი (36), როზენბერგი (33), კენედი (32), ნაუელპანი (30), ბოლადო (19), ჯ. დოს სანტოსი (16), არანა (14), ლუკე (7), ტჩიტე (1).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): ტონიო - პინილიოსი, ტორეხონი, ენრიკე, სისმა - ლასენი, დიოპი - კენედი, კოლსა, მუნიტისი - როზენბერგი.
უდისციპლინოები: როზენბერგი (1 წ, 9 ყვ), მუნიტისი (1, 9), ენრიკე (1, 8), სისმა (1, 7).
ხანგრძლივი ტრავმა: სერანო - 198 დღე

ლევანტე
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (25 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 3:1 (რასინგი, მალაგა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 1:4 (4 მატჩი)

გოლები: კაისედო (13), სტუანი (8), რ. სუარესი (5), ხუანლუ (3), ნანო (2), ხორდა (2), ვალდო (2), სერხიო (2), დელ ორნო (2), ხისკო მუნიოსი (1), ბალესტეროსი (1).
საგოლე პასები: ვალდო (8), ხუანლუ (5), რ. სუარესი (3), სტუანი (2), ხისკო მუნიოსი (2), ხისკო ნადალი (2), კაისედო (2), ბალესტეროსი (1), ნანო (1), დელ ორნო (1), ხ. ტორესი (1), სერხიო (1), ხორდა (1).

მეკარეები: მუნუა (20), რეინა (18).
მცველები: ბალესტეროსი (35), ვენტა (33), ნანო (32), ხუანფრანი (23), დელ ორნო (22), სერა (9), რობუსტე (7), როდასი (5).
ნახევარმცველები: ხ. ტორესი (35), ხუანლუ (30), ვალდო (29), პალიარდო (27), იბორა (16), სერხიო (14), ლარეა (6), ი. გონსალესი (3), ლოისი (1).
თავდამსხმელები: სტუანი (30), კაისედო (27), რ. სუარესი (27), ხისკო მუნიოსი (26), ხისკო ნადალი (25), ხორდა (17), მონტერო (11), ველინგტონ სილვა (2), მონო (1).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, დელ ორნო - ხ. ტორესი, პალიარდო - ვალდო, რ. სუარესი, ხისკო მუნიოსი - კაისედო.
უდისციპლინოები: ბალესტეროსი (11 ყვ), ხუანფრანი (10), იბორა (9), ნანო (9).
ხანგრძლივი ტრავმა: ი. გონსალესი - 278 დღე

სარაგოსა
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (21 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:0 (ვალენსია)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:4 (ესპანიოლი)

გოლები: გაბი (10), ბერტოლო (5), ლაფიტა (4), სინამა პონგოლე (4), იაროშიკი (3), ბრაულიო (3), ანდერი (2), ბუტაჰარი (2), პონსიო (2), მ. პერესი (1), ედმილსონი (1), უჩე (1), ლანცარო (1), დიეგო ალვეში (ალმერია) 1 ს.კ.
საგოლე პასები: გაბი (6), უჩე (4), ბრაულიო (4), ანდერი (3), პონსიო (2), იაროშიკი (1), ბუტაჰარი (1), პარედესი (1), ლაფიტა (1).

მეკარეები: ლეო ფრანკო (23), ტონი დობლასი (18).
მცველები: იაროშიკი (36), დიოგო (33), კონტინი (24), ობრადოვიჩი (20), პარედესი (19), ლანცარო (17), და სილვა (13), ნდავი (9), პინტერი (9).
ნახევარმცველები: ბერტოლო (36), გაბი (36), ანდერი (33), პონსიო (32), ლაფიტა (30), ხ. ლოპესი (27), ბუტაჰარი (21), ედმილსონი (12), კევინი (3) - ბრაულიო (27), სინამა პონგოლე (24), მ. პერესი (16), უჩე (14).
თავდამსხმელები: -

სასტარტო 11 (ოპტიმალური): ტონი დობლასი - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, ობრადოვიჩი - ბერტოლო, პონსიო - ხ. ლოპესი, გაბი, ლაფიტა - სინამა პონგოლე.
უდისციპლინოები: პონსიო (2 წ, 13 ყვ), ანდერი (2, 12), კონტინი (1, 11), დიოგო (14), გაბი (13).
ხანგრძლივი ტრავმა: უჩე - 66 დღე.

რეალ სოსიედადი
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (30 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:0 (ხეტაფე)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:5 (ბარსელონა)

გოლები: ტამუდო (7), გრიზმანი (7), პრიეტო (7), არანბურუ (5), ხ. ლორენტე (5), აგირეჩე (3), რივასი (2), სუტილი (2), ზურუტუზა (2), იფრანი (2), სარპონგი (1), ანსოტეგი (1), ესტრადა (1), ფორლინი (ესპანიოლი) 1 ს.კ; სან ხოსე (ბილბაო) 1 ს.კ; არბელოა (რეალი) 1 ს.კ; მარტინესი (ბილბაო) 1 ს.კ.
საგოლე პასები: პრიეტო (13), ხ. ლორენტე (6), დემიდოვი (2), სარპონგი (2), არანბურუ (2), ესტრადა (2), მიკელი (1), კ. მარტინესი (1), ტამუდო (1), ზურუტუზა (1), რივასი (1), დე ლა ბელა (1), ანსოტეგი (1), გრიზმანი (1).

მეკარეები: ბრავო (38).
მცველები: მიკელი (32), ანსოტეგი (32), დე ლა ბელა (30), კ. მარტინესი (25), ესტრადა (19), ლაბაკა (13), დემიდოვი (13).
ნახევარმცველები: პრიეტო (37), ზურუტუზა (36), რივასი (32), არანბურუ (32), ბერგარა (19), ელუსტონდო (18), სუტილი (17), სარპონგი (16), ილარამენდი (3).
თავდამსხმელები: გრიზმანი (37), ტამუდო (31), ხ. ლორენტე (18), აგირეჩე (11), იფრანი (10), ვიგერა (5).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, მიკელი, დე ლა ბელა - რივასი, არანბურუ - პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი - ტამუდო.
უდისციპლინოები: რივასი (9 ყვ), მიკელი (7).
ხანგრძლივი ტრავმა: იფრანი - 318 დღე

ხეტაფე
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (23 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:1 (ლევანტე, დეპორტივო)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:4 (რეალი)

გოლები: დელ მორალი (9), მიკუ (7), კოლუნგა (7), რიოსი (7), პარეხო (3), ალბინი (2), გავილანი (2), არისმენდი (2), ბოატენგი (2), ადრი (1), კასკერო (1), კატა დიასი (1), მარკანო (1), ვ. სანჩესი (1), გალანი (ესპანიოლი) 1 ს.კ; კოლოტო (დეპორტივო) 1 ს.კ; ფლანიო (ოსასუნა) 1. ს.კ.
საგოლე პასები: გავილანი (7), დელ მორალი (5), პარეხო (4), რიოსი (3), ვ. სანჩესი (3), მიკუ (3), მანე (2), მოსკერა (2), კასკერო (2), ბოატენგი (2), არისმენდი (2), ალბინი (1), კატა დიასი (1), კოლუნგა (1)

მეკარეები: კოდინა (23), უსტარი (16)
მცველები: კატა დიასი (35), მ. ტორესი (32), მანე (31), მარკანო (29), რაფა (19), პინტოსი (6), მარიო (3).
ნახევარმცველები: პარეხო (36), დ. ბოატენგი (32), რიოსი (31), ვ. სანჩესი (29), კასკერო (27), გავილანი (18), მოსკერა (14), ბ. ფერნანდესი (13), ადრი (11).
თავდამსხმელები: მიკუ (31), დელ მორალი (30), კოლუნგა (29), არისმენდი (19), ალბინი (18).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): უსტარი - მ. ტორესი, მარკანო, კატა დიასი, მანე - დ. ბოატენგი, კასკერო - დელ მორალი, პარეხო, რიოსი - მიკუ.
უდისციპლინოები: კატა დიასი (1 წ, 14 ყვ), დ. ბოატენგი (1 წ, 13 ყვ), მარკანო (1, 10), რაფა (1, 8), ვ. სანჩესი (10).
ხანგრძლივი ტრავმა: უსტარი - 31 დღე.

მალიორკა
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (25 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:1 (ალმერია)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:4 (სპორტინგი)

გოლები: ვებო (11), პერეირა (5), დე გუზმანი (5), გ. კასტრო (5), ნსუე (4), ვიქტორი (3), რამისი (3), იენაგა (2), კავენაგი (2), ნუნიეში (1).
საგოლე პასები: ვებო (6), გ. კასტრო (6), დე გუზმანი (4), ნსუე (3), პერეირა (3), მარტი (3), ტეხერა (2), ვიქტორი (2), ჟოაო ვიქტორი (1), აიოსე (1).

მეკარეები: ავატე (35), ლუქსი (4).
მცველები: ნუნიეში (34), რამისი (33), სენდროსი (31), აიოსე (19), კევინი (19), რ. გონსალესი (12), ედსონ რამოსი (7), მარტი (5), კორალესი (2).
ნახევარმცველები: მარტი (34), დე გუზმანი (33), გ. კასტრო (33), ჟოაო ვიქტორი (32), ტეხერა (16), იენაგა (14), პინა (9).
თავდამსხმელები: ნსუე (38), მ. პერეირა (35), ვებო (34), ვიქტორი (19), კავენაგი (11), ენრიხი (5).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): ავატე - სენდროსი, რამისი, ნუნიეში, აიოსე - მარტი, დე გუზმანი - მ. პერეირა, ნსუე, გ. კასტრო - ვებო.
უდისციპლინოები: ვებო (1 წ, 8 ყვ), ნუნიეში (1, 7), დე გუზმანი (1, 6), მარტი (9), აიოსე (8).
ხანგრძლივი ტრავმა: -

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული