პრიმერა დივიზიონის "მალაგამ" გამოაცხადა, რომ არგენტინული "ბანფილდიდან" ურუგვაის ნაკრების ფორვარდი სებასტიან ფერნანდესი შეიძინა. სანაცვლოდ ანდალუსიურმა კლუბმა "ბანფილდს" 3,6 მილიონი ევრო გადაუხადა. 25 წლის ურუგვაელი "მალაგას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ფერნანდესი 2008 წლიდან თამაშობდა არგენტინაში, ის სამხრეთ აფრიკის მუნდიალზეც თამაშობდა.
სხვათა შორის, სამედიცინო შემოწმებამ ფერნანდესის მუხლზე გარკვეული პრობლემები დააფიქსირა, თუმცა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ამ პრობლემის მიუხედავად ის 6 წელი მაღალ დონეზე თამაშობს და ტრავმა ხელს არ უშლის. "მოხარული ვარ, რომ კლუბი მენდო - ჩემი ოცნებაა საკუთარი შესაძლებლობების ევროპაში თავის გამოჩენით დამტკიცებაა.
01:49 06-08-2010
კიდევ ერთი ურუგვაელი ესპანეთში
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული