ჟოზე მოურინიომ "რეალში" მოღვაწეობისას პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ის 100%-ით მართებული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ამას ცნობილი ბელგიელი ქირურგი დოქტორი მარკ მარტენსი ამტკიცებს. "რეალის" ბრაზილიელ ნახევარმცველ კაკას, ხუთშაბათს ანტვერპენის კლინიკაში გაუკეთეს მუხლის ოპერაცია, რის შემდეგაც ფეხბურთელი მწვანე მინდორს 3-4 თვეში დაუბრუნდება. ოპერაცია კი იყო წარმატებული, მაგრამ მარტენსმა აღნიშნა, რომ დაგვიანება, დახანება, ოპერაციის გადავადება კაკას საფეხბურთო კარიერას სერიუზულად დაემუქრებოდა. მარტენსის თქმით, შეიძლებოდა მას საერთოდ ვეღარ ეთამაშა ფეხბურთი! ახლა კი მის კარიერას საფრთხე არ ემუქრება, სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ კაკა ჯანსაღი
და რა შუაშია მოურინიო? იკითხავთ... თავშია! როგორც კი კაკამ ლოს ანჯელესში კლუბს ჩააკითხა და მოუმ მისი პრობლემის შესახებ გაიგო, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო - სასწრაფო ოპერაცია! არადა "რეალის" ექიმები დაკვირვებასა და დახანებას ურჩევდნენ, თირმე...