გასული სეზონი 32 წლის ურუგვაელისთვის, 2007 წლიდან მოყილებული - იმ დროიდან, რაც ესპანურ გუნდში თამაშობს, ერთერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. შეგახსენებთ, მადრიდელებმა ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავეს, თუმცა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ ესპანეთის თასი მადრიდის "რეალმა" მოიგო და ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. "ატლეტიკოს" ახალ მთავარ მწვრთნელად გრეგორიო მანსანო დაინიშნა.
"ეს სანჩეს ფლორესს ჰქონდა ჩემთან პრობლემები, თორემ მე მის
ის ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა და ეს მუდმივად მეორდებოდა. სეზონის ბოლოს, ჩვენი კამათის შემდეგ, ერთმანეთს სალამსაც აღარ ვაძლევდით. ეგ კი არა, დაბადების დღე სანჩეს ფლორესის გარდა გუნდში ყველამ მომილოცა...
მე მასთან პრობლემა არ მქონია, მაგრამ რაღაც პერიოდში საერთოდ არაფრად მაგდებდა და შემდეგ მეც ასევე ვექცეოდი.
არიან ადამიანები, რომლებსაც უმჯობესია სულ განერიდო. იმედი მაქვს, ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით, მაგრამ თუკი ეს მაინც მოხდა, უბრალოდ, იგნორირებას გავუკეთებ.
კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და უკვე არაერთგზის განვაცხადე, რომ მომდვნო სეზონის ისევ აქ გატარება მინდა. გასული სეზონი მართლაც უჩვეულო და რთული გამოდგა. ყველამ ვიცით, რა იყო ჩემი პრობლემა და ახლა მზად ვარ, კვლავ ისე ავთამაშდე, როგორც წინა წლებში", - განაცხადა ფორლანმა.