19:04 09-08-2010
პეპე დიდ უქმობას გადაურჩა
AutoSharing Option
უკვე გამცნეთ, რომ "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" საკონტროლო მატჩში წვივის კუნთის ტრავმა მიიღო "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა პეპემ. მან ჩაამთავრა მატჩი მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი აწუხებდა. "რეალის" ექიმებმა გამოიკვლიეს პორტუგალიელის ტრავმა და შვებით ამოისუნთქეს, დაზიანება შარშანდელივით (როცა მან მარჯვენა მუხლის მყესები გაიწყვიტა) სერიოზული არ არის - პეპე მოედანს მხოლოდ სამი კვირით დააკლდება. ასე რომ, "რეალის" ცენტრალური მცველი პრიმერას სტარტისთვის, წესით, მწყობრში უნდა იყოს. სამი კვირის განმავლობაში პორტუგალიელმა კუნთი უნდა დაასვენოს და მხოლოდ ტრენაჟორების დარბაზში ინდივიდუალური ვარჯიშებით შემოიფარგლოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული