აგუერო "ატლეტიკოს" ვარჯიშზე არ გამოცხადდა

AutoSharing Option
დაპირისპირებამ აშკარა ხასიათი მიიღო - გუშინ სერხიო აგუერო არ გამოცხადდა მადრიდის "ატლეტიკოს" ვარჯიშზე, კლუბში, რომლის წევრადაც ჯერ კიდევ ითვლება 23 წლის ფორვარდი. "კუნმა" პირობა შეასრულა - ის "ატლეტიკოში" არ დაბრუნდა. ჯერი კლუბზეა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ სერხიო ძალიან ახლოსაა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან.

დეპორმა ლუქსი გაიფორმა
პრიმერადივიზიონიდან დაქვეითებულმა "დეპორტივომ" არგენტინელი მეკარე ხერმან ლუქსი შეიძინა. 28 წლის ლუქსი გალისიაში "მალიორკადან" გადაბარგდა, სადაც "პოროტოს" (ლუქსის მეტსახელია) იშვიათად უწევდა თამაში. ლუქსმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს "დეპორის" მეოთხე შენაძენია აიოსეს, ხესუს ვასკესისა და სალომაოს შემდეგ.

მესი
არ ისვენებს
ლიონელ მესიმ გადაწყვიტა შვებულება გაწყვიტოს და 28 ივლისს ჩილეში ჩაფრინდეს, რათა მარსელო სალასის გაცილების მატჩში მიიღოს მონაწილეობა. 31 ივლისს მესი უკვე მექსიკაში იქნება, სადაც "მესის მეგობართა" და "დანარჩენი მსოფლიოს ნაკრების" ამხანაგურ მატჩში ითამაშებს. მესი ასევე გეგმავს მეგობრის, ანხელ დი მარიას ქორწილში მისვლას. მოკლედ, არგენტინელი ფაქტობრივად შვებულების გარეშე რჩება.

ამ დღეებში "ბარსამ" სარეზერვო გუნდიდან ერთი ტალანტი დაკარგა - ორიოლ რომეუ "ჩელსიში" გადავიდა. 19 წლის ნახევარმცველს მასკერანოსა და ბუსკეტსის კონკურენციის დაძლევა არ შეუძლია, ინგლისურ კლუბში კი პირველ გუნდში თამაშის მეტი შანსი აქვს. მის სანაცვლოდ "ჩელსიმ" 5 მილიონი ევრო გადაიხადა. რომეუ წავიდა, მაგრამ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა მარკ ბარტრამ 2014 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი კლუბთან. ახალ სეზონში ის ჯერ "ბარსელონა ბ-ში" ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული