ფაბრეგასი 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომემ ალექს სანჩესის შეძენის თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ამ ზაფხულს "არსენალისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კატალონიურ კლუბში გადავა.

"მოლაპარაკებები ფაბრეგასთან დაკავშირებით სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ სესკის გადმოსაყვანად. სატრანსფერო ფანჯარა 30 აგვისტომდე ღიაა და ამიტომ დრო კიდევ გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება", - განაცხადა ბარტომემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ბარსელონამ" ფაბრეგასის სანაცვლოდ "არსენალს" 36 მილიონი ევრო შესთავაზა.

მომზადებულია PA Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული