მოურინიომ ჩინელებს ბეწვზე გაასწრო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ჩინელი გულშემატკივრებისგან თავის დასაღწევად უკანმოუხედავად გაქცევა დასჭირდა. ინციდენტი 1 აგვისტოს ქალაქ გუანჩჟოუში, სავაჭრო ცენტრში მოხდა, სადაც "განსაკუთრებული" შემთხვევით აღმოჩნდა.

სავაჭრო ცენტრი, სადაც ინციდენტი მოხდა, იმ სასტუმროზე ყოფილა "მიბმული", სადაც ჩინეთში მყოფი მადრიდის "რეალის" მწვრთნელ-ფეხბურთელები არიან დაბინავებულნი. მოურინიოსაც, როგორც ჩანს, გზა აერია.

სავაჭრო ცენტრში პორტუგალიელი მალევე იცნეს და შედეგად მისკენ ერთბაშად ორასამდე ჩინელი დაიძრა. ამის დანახვაზე პორტუგალიელს გული შეუქანდა და უმალ ქუჩაში გამოვარდა, სადაც მისი დაცვა პოლიციამ და "რეალის" უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო.

მადრიდული კლუბი ჩინეთში
ორ ამხანაგურ მატჩს გეგმავს - 3 აგვისტოს "რეალი" - "გუანჩჟოუ ევერგრანდთან", 6 აგვისტოს კი "ტაინცზინ ტედასთან" ისპარინგებს.

სხვათა შორის, ჩინეთში მყოფი "რეალის" პირველ ვარჯიშს ოთხი ათასზე მეტი ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული