ერთადერთ სერიოზულ პრობლემას ბრაზილიელის სახელფასო მადა ქმნიდა. გერმანული წყაროების თქმით, დიეგო წელიწადში 4,5 მილიონს ითხოვდა, რამაც ბევრი მსურველი დააფრთხო. ფეხბურთელის აგენტის ჟაირ და კუნიას თქმით, მისი კლიენტი ახლოსაა "ატლეტიკოში" გადაბარგებასთან.
"ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დიეგოა, "როხიბლანკოს" ნამდვილად გააძლიერებს. ვფიქრობ, მას არ გაუჭირდება გრეგორიო მანსანოს სქემებთან მორგება. რაც შეეხება ხელფასის საკითხს. დიეგო მზადაა ანაზღაურების სერიოზულ შემცირებაზეც კი დათანხმდეს," - თქვა და კუნიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"