ეს ბუნებრივია, რადგან "როხიბლანკო" თავისუფალ აგენტ ფეხბურთელს უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე "სარაგოსას" შეეძლო შეთავაზება, არაგონელთა ფინანსური პრობლემების შესახებ ჩვენს მკითხველს მოეხსენება. მადრიდელები 28 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობას პირველ ეტაპზე 4 წლით გეგმავენ. ყველა ელოდება, რომ კონტრაქტის ხელის მოწერა დღე-დღეზე მოხდება. "მინდა, "სარაგოსაში" მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველას. ამ კლუბში ოთხი
"მარკას" ინფორმაციით, "ატლეტიკო" "სარაგოსადან" მეორე ფეხბურთელის გადაბირებასაც გეგმავს. ლაპარაკია 27 წლის განაპირა ნახევარმცველ ანხელ ლაფიტაზე. ანხელმა კარიერა არაგონულ კლუბში დაიწყო. 2007/09 წლებში ის "დეპორტივოში" ასპარეზობდა, საიდანაც ისევ "სარაგოსას" დაუბრუნდა. ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2012 წელს გასდის, რაც "ატლეტიკოს" საქმეს უადვილებს. მადრიდელები 9 მილიონად შეფასებული ნახევარმცველის ბევრად უფრო იაფად შეძენას ვარაუდობენ.
"ა ბოლას" ცნობით, "სარაგოსამ" გუშინ დილას "ბენფიკადან" რობერტო ხიმენეს გაგოს შეიძინა. ტრანსფერის ღირებულებაზე მასმედია დუმს. ლისაბონურმა კლუბმა 25 წლის ესპანელ მეკარეში შარშან "ატლეტიკოს" 8,6 მილიონ ევრო გადაუხადა, მაგრამ მას იმდენად უფერული სეზონი გამოუვიდა, რომ "არწივები" იძულებულნი გახდნენ გაეყიდათ. "ბენფიკამ" მთავარი მწვრთნელის ჟოზე ჟესუსის თხოვნით, ახალი სეზონისთვის ორი მეკარე უკვე გადაიბირა - "ბრაგადან" არტურო და "ჯენოადან" ვეტერანი ედუარდო. შესაბამისად, რობერტოს ადგილი ამ კლუბში უბრალოდ აღარ დარჩა. რობერტო "ბენფიკაში" გადასვლამდე "სარაგოსაში" 2010 წლის იანვრიდან მაისამდეც უკვე ირიცხებოდა. მეკარე "ატლეტიკომ" არაგონელებს იჯარის წესით დაუთმო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"