"ჩივასმა" "ბარსელონა" დაიბრიყვა - 4:1

AutoSharing Option
მექსიკურმა კლუბმა "ჩივასმა" კატალონიურ "ბარსელონას" დიდი ანგარიშით მოუგო. გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა დღეს, 4 აგვისტოს ჩატარდა და კატალონიელების მარცხით - 1:4 დასრულდა. "ბარსელონამ" ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, თუმცა შემდეგ 4 გოლი გაუშვა.

ესპანელების მხრიდან გოლი დავიდ ვილიამ გაიტანა, ხოლო "ჩივასის" რიგებში გოლები ჯოვანი კასილასმა, ხოსე ლუის ვერდუსკომ და ფაბიანმა ჩაიწერეს აქტივში. ფაბიანმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

"ჩივასთან" მატჩი "ბარსელონამ" სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში გამართა. 7 აგვისტოს ესპანელები კიდევ ერთ მექსიკურ კლუბს "ამერიკას" დაუპირისპირდებიან. კატალონიელები ტურნეში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრნენ, ესენია: ლიონელ
მესი, დანიელ ალვეში, ხავიერ მასკერანო და გუნდის ახალწვეული ალექსის სანჩესი.

თამაშის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა. მწვრთნელის თქმით, მისი გუნდი ცუდად არ თამაშობდა და ფეხბურთელებს მომენტები რომ გამოეყენებინათ, კარგ შედეგს მიაღწევდნენ.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაია კარგად იწყებს ბარსელონა მომწონს. წელს ვერფერს ვერ გახდება იმიტო რო წემს რეალის სეზონია და მსოფლიოსჰი საუკეტესო ფეხბურტელის cristiano ronaldo სი
maxsim
20:02 04-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული