გასული 4 სეზონი ფეხბურთელმა "ბარსელონაში" გაატარა.მცველის კონტრაქტი ესპანელებთან 2012 წლის ივნისში მთავრდებოდა, თუმცა კატალონიელებმა ფეხბურთელის გაშვება დროზე ადრე გადაწყვიტეს.
მილიტო "ინდეპენდიენტეში" 1997-2003 წლამდე გამოდიოდა, შემდეგ "სარაგოსაში" თამაშობდა, ხოლო 2007 წელს ფეხბურთელი "ბარსელონამ" შეიძინა, რომლის შემადგენლობაში არგენტინელმა 75 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
გაბრიელ მილიტო მილანის "ინტერის" ფორვარდის დიეგო მილიტოს უმცროსი ძმაა. ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელმა 42 მატჩი გამართა
მომზადებულია fcbarcelona.cat-ის მიხედვით