"სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სურს, რომ ფეხბურთელი, რაც შეიძლება მალე გადავიდეს მის გუნდში. მადრიდელებმა ფეხბურთელის შეძენა ზაფხულში თუ ვერ მოახერხეს, ისინი შეეცდებიან ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გააკეთონ.
გასულ კვირას ნეიმარმა "სანტოსთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ადრე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "რეალში" გადასვლაზე უარი თქვა, რადგან თავის კლუბთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში სურდა თამაში.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით