სამწვრთნელო შტაბის ცნობით, ბუნებრივია ის არ არის იდეალურ კონდიციებში, მაგრამ 14 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დანიშნული ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩისთვის მზად უნდა იყოს. ეს ამოცანა არც ისე რთული უნდა იყოს, რადგან ლიონელს შვებულებისას დრო უქმად არ დაუკარგავს. მისმა ფონდმა საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი ჩაატარა, თავად ვარსკვლავმა კი ჩვეულ დონეზე ითამაშა და თავის გუნდს დუბლით შეეწია.
კოპა ამერიკაზე "ბარსამ" ლიონელის გარდა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მიავლინა, მათ შორის ხავიერ მასკერანო,
სწორედ სუპერთასი და მომავალი "კლასიკოებია" ის მთავარი თემა, რითაც ესპანური სპორტული თემა სუნთქავს. ამაზე ლაპარაკით ითქვამენ სულს თავად ფეხბურთელებიც. "ასმა" დავიდ ვილიას ინტერვიუ სთხოვა და სხვა საინტერესო თემებთან ერთად "რეალთან" მომავალ შეხვედრებზეც დაეკითხა.
აი, რას ამბობს "ფურია როხას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:
"ამ მატჩისთვის სრული კონცენტრაციით ვემზადებით. თქვენ იცით, რომ გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გაირკვევა. ბუნებრივია, ამისთვის სერიოზული ფიზიკური მზადყოფნაა საჭირო. ორივე გუნდი სეზონისთვის თავისი გეგმის მიხედვით ემზადებოდა. ჩვენ მათი მზადება არ გვაინტერესებს, მთავარია კონცენტრაცია ჩვენს მიზნებზე გავაკეთოთ. ვიცი, რომ ჩემს თითოეულ თანაგუნდელს ძალიან უნდა ამ ტიტულის მოგება".
მთავარი პრობლემა, რაც "ბარსას" შეიძლება "რეალთან" შეექმნას, ეს ჩავი ერნანდესის ტრავმაა. გუნდის ულაპარაკო ლიდერმა კოჭის მყესები დაიზიანა და საეჭვოა უახლოეს დღეებში მწყობში ჩადგომა მოახერხოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"