"მალიორკამ" "სევილიას" ნახევარმცველი 500 ათას ევროდ შეიძინა

AutoSharing Option
"სევილიას" ჰავბეკი ალეხანდრო ალფარო "ოფიციალურად "მალიორკას" ფეხბურთელი გახდა. 24 წლის ნახევარმცველის ხელშეკრულება 5 წელს ითვალისწინებს.

გარიგების თანხაზე არ იუწყებიან, მაგრამ ის დაახლოებით 500 ათას ევროს შეადგენს.

"სევილიას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ფეხბურთელი ანდალუსიურ გუნდში 2006 წლიდან გამოდის. 2008-2010 წლებში იჯარით "ტენერიფეში" გამოდიოდა.

გასულ სეზონში ალფარომ "სევილიაში" 27 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული