"ბარსელონა" დიდ გარიგებას ამზადებს, რომლის განხორცილების შემთხვევაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდება, ხოლო რობინიო კარიერას "კამპ ნოუზე" გააგრძელებს. ბრაზილიელი, რომელმაც სამშაბათს უკაპიტნა ეროვნულ ნაკრებს, ისტლენდში თავს არაკომფორტულად გრძნობს და სხვა კლუბში გადასვლა სწადია. რობინიოს მომავალს რამდენიმე ევროპულ კლუბს უკავშირებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ის ისევ "სიტიშია".
კატალონიური "სპორტი" მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი მალე "სიტის" ზლატან იბრაჰიმოვიჩის რობინიოში გაცვლას შესთავაზებს. ამას წინათ, შვედმა ფორვარდმა განაცხადა, რომ პრემიერლიგაში თამაშზე უარს არ იტყვის.
16:19 12-08-2010
დიდი ესპანურ-ინგლისური გარიგება?
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული