იბიცაზე მყოფმა ფეხბურთელმა ხმელთაშუა ზღვაზე იახტით ისეირნა, რომელსაც გვერდს შეყვარებული ანტონელა როკუზო და თანაგუნდელი დანი ალვეში (მეუღლესთან ერთად) უმშვენებდნენ.
მოკლედ, მესი და ალვეში დროს ატარებდნენ მაშინ, როცა კატალონიური კლუბის დანარჩენი ფეხბურთელები ოფლს ამერიკულ ტურნეში ღვრიდნენ. თუმცა, რაც მართალია, მართალია - ეს ყველაფერი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ნებასურვილით ხდებოდა, რომელმაც კოპა ამერიკის გათამაშების მონაწილეებს შვებულება თავად გაუხანგრძლივა.
რაც შეეხება ვარსკლავური დასვენების დეტალებს,
მოკლედ, მესიმ და ალვეშმა იბიცური არდადეგებით გული იჯერეს, დღეს კი "ბარსელონას" განკარგულებაში არიან და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.