ფაბრეგასი ბარსელონელია, როგორც იქნა...

AutoSharing Option
დასრულდა სესკ ფაბრეგასის სატრანსფერო საგა - გუშინ, როგორც ლონდონის "არსენალმა", ასევე "ბარსელონამ", თავიანთ საიტებზე გამოაქვეყნეს, რომ ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია. ყველაფერი ოფიციალურად დღეს გაფორმდება.

დღეს სესკის "მენიუ" ასეთია - ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე ის სამედიცინო შემოწმებაზე უნდა გამოცხადდეს, ნაშუადღევს კი ფეხბურთელი კონტრაქტს ხელს მოაწერს, შემდეგ ის "კამპ ნოუს" მინდორზე ჩავა და მედიას წარუდგება, 14 საათზე კი პრესკონფერენციაა დანიშნული.

არც ერთ კლუბს არ გაუხმაურებია დეტალები, თუ რა დაუჯდა კატალონიელებს 24 წლის ნახევარმცველი, მაგრამ ესპანური მედია ვარაუდობს, რომ "არსენალის" ყოფილი
კაპიტანი "ბარსამ" 40 მილიონ ევროდ იყიდა (რომელსაც კიდევ 5 მილიონი შეიძლება დაემატოს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული