გვარდიოლა: გუნდმა პირველ შეხვედრასთან შედარებით უკეთესად უნდა ითამაშოს, რომ თასი მოიპოვოს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრის წინ "რეალის" წინააღმდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ვიცით, რომ ბევრი სირთულე შეგვხდება, მაგრამ ახლა უფო მომზადებულები ვართ, ვიდრე პირველ მატჩში. სამი დღის უკან "რეალი" ჩვენზე უკეთესი იყო, შეიძლება ახლაც უფრო კარგ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ. გუნდმა პირველ შეხვედრასთან შედარებით უკეთესად უნდა ითამაშოს, რომ თასი მოიპოვოს.

ითამაშებს თუ არა ფაბრეგასი? ვნახოთ. სესკი განაცხადში იქნება, მაგრამ მისი მოედანზე გასვლა ჯერ არ გადამიწყვეტია", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალს"
შორის საპასუხო შეხვედრა დღეს გაიმართება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული