ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში "რეალის" წინააღმდეგ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში "ბარსელონას" თავკაცი მე-11 ტიტულს მოიპოვებს.
კრუიფსა და გვარდიოლას ამ დროისთვის სხვადასხვა ტურნირებში 10 გამარჯვება აქვთ. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ამ შედეგს 8 წლის განმავლობაში მიაღწია (1988-1996), ხოლო გვარდიოლამ ეს 3 წელიწადში შეძლო (2008-დან დღემდე).
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, ფრედ 2:2 დასრულდა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით