რამოსი: ტიტული ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ კარგი თამაში ვაჩვენეთ

AutoSharing Option
"რეალის" მცველი სერხიო რამოსი ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში "ბარსელონასთან" განცდილმა მარცხმა დიდად არ დაამწუხრა.

"ჩვენ კარგად ვითამაშეთ ორივე შეხვედრაში და მოედანი ღირსეულად დავტოვეთ. ტიტული ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ კარგი თამაში ვაჩვენეთ. "ბარსელონა" მხოლოდ მომენტების გამოყენებით გვჯობნიდა.

ასეთ თამაშებში, როცა სასწორზე ტიტული დევს, ყოველთვის დაძაბული სიტუაციაა. მოედანზე რაც მოხდა, მოედანზევე უნდა დარჩეს. წინ გრძელი სეზონი გველის, რომლისთვისაც კარგად ვართ მომზადებული", - განაცხადა რამოსმა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უნდა დარჩეს მოედანზე, მერამდენე წელია ცელით და ნამგლით გამოდიხართ მოედანზე? უბრალოდ მერამდენე დათან ენასაც რომ აჩერებენ თამაშამდე?
daviti
19:58 18-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული